Tuesday, June 8, 2010

შიდცი


III ვერტიკალურად გადაცემა და მისი პროფილაქტიკა


ვერტიკალური გზა არის აივ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე აივ ინფექციის გადაცემა. გადაცემა შეიძლება მოხდეს ახალშობილზე მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივ ინფექცია დედიდან ნაყოფზე გადაეცემა ხდება 10-20%-ში. აივ ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემა თანდაყოლილი აივ ინფექციის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების მიერ რეკომენდებულია აივ-ის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს:

1)აივ ინფექციის პირველად პროფილაქტიკას მშობლებში;
2)აივ პოზიტიურ ქალებში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას;
3)აივ-ის გადაცემის პრევენციას ნაყოფსა და ახალშობილზე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

თუ იქნება დაცული ზემოთჩამოთვლილი 3 პუნქტი შანსი იმისა რომ აივ ინფიცირებულ ქალს ინფიცირებული ბავშვი გაუჩნდება 3%-მდე დადის.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კი სულ 50-მა აივ ინფიცირებული ქალმა გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა და ორმოცდაათივეს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა.




No comments:

Post a Comment