Tuesday, June 8, 2010

შიდცი

http://www.ambebi.ge/images/pictures/medicina/shidsi.jpg

შიდცი


III ვერტიკალურად გადაცემა და მისი პროფილაქტიკა


ვერტიკალური გზა არის აივ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე აივ ინფექციის გადაცემა. გადაცემა შეიძლება მოხდეს ახალშობილზე მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივ ინფექცია დედიდან ნაყოფზე გადაეცემა ხდება 10-20%-ში. აივ ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემა თანდაყოლილი აივ ინფექციის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების მიერ რეკომენდებულია აივ-ის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს:

1)აივ ინფექციის პირველად პროფილაქტიკას მშობლებში;
2)აივ პოზიტიურ ქალებში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას;
3)აივ-ის გადაცემის პრევენციას ნაყოფსა და ახალშობილზე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

თუ იქნება დაცული ზემოთჩამოთვლილი 3 პუნქტი შანსი იმისა რომ აივ ინფიცირებულ ქალს ინფიცირებული ბავშვი გაუჩნდება 3%-მდე დადის.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კი სულ 50-მა აივ ინფიცირებული ქალმა გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა და ორმოცდაათივეს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა.




შიდცი


ქართული ენის არჩევა Выбор Руссково языка Choose English Language

აივ ინფექცია / შიდსი
აივ ინფექცია/შიდსი


აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსის ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, ტერმინით შიდსი, აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, შიდსის დროს ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაავადება. აივ ინფექცია/შედსს იწვევს ვირუსი, რომელსაც ქვია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(აივ), რომელიც აქვეითებს იმუნურ სისტებას. შიდსით დაავადებულები იღუპებიან სწორედ იმ დაავადებით, რომლებიც მათ უვითარდებათ იმუნიტეტის დაქვეითების გამო.


გადაცემის გზები

აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის 3 გზა არსებობს: სქესობრივი, სისხლით, ვერტიკალური.


I სქესობრივი გზით გადაცემა და მისი პროფილაქტიკა

გადაეცემა ყველა სახის სქესობრივი კავშირით: ვაგინალური, ორალური ანალური



II სისხლით გადაცემა და მისი პროფილაქტიკა

გადაეცემა ინფიცირებული სისხლის გადასხმით, აივ ინფიცირებული სისიხლით დაბინძურებული შპრიცით, ნემსით(საინექციო ნარკოტიკების დროს) არასტერილური სამედიცინო და საპარიკმახერო ინსტრუმენტების გამოყენებით, არასტერილური სამედიცინო და საპარიკმახერო ინსტრუმენტების გამოყენებით, ტატუირებით, ინდივიდუალური მოხმარების საგნების გაზიაერებით (კბუილის ჯაგრისი, საპარსი)